ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

დაბალ ხელფასს დათანხმდა - ბარსელონაში ფლიკის კონტრაქტის პირობები ცნობილია

ჰანსი ფლიკი ბარსელონაშია და კლუბის მხრიდან ოფიციალურ შეხვედრას ელის, რომლის შემდეგაც მას „ბლაუგრანას“ მთავარ მწვრთნელად წარადგენენ.

ამ მომენტისთვის ცნობილი ხდება გერმანელი სპეციალისტის კონტრაქტის ფინანსური მხარე.

როგორც As-ს წერს, ფლიკი დათანხმდა შედარებით დაბალ ხელფასს - წელიწადში 3 მილიონ ევროს. თუმცა, ხელშეკრულება ითვალისწინებს მაღალ პრემიებს თასების მოგების შემთხვევაში: ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემთხვევაში მწვრთნელი მილიონ ევროს მიიღებს, ლა ლიგაში გამარჯვებისთვის - 750 ათას ევროს.

კლუბის ფინანსური სირთულეების გამო, ფლიკთან ერთად მხოლოდ ორი ასისტენტი იმუშავებს - ტონი ტაპალოვიჩი და მარკუს სორგი.

შესაძლებელია სხვა ასისტენტის დანიშვნაც, რომელიც ფლიკს ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაციაში დაეხმარება. As-ის ცნობით, ამ როლის მოსარგებად მთავარი ვარიანტი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარაა, რომელიც ფლიკის ხელმძღვანელობით „ბაიერნში“ თამაშობდა და ის „ბლაუგრანას“ სკოლის აღზრდილია. ტიაგო ამჟამად „ლივერპულში“ თამაშობს და კონტრაქტის მიხედვით ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

ჰანსი ფლიკი „ბარსასთან“ ხელშეკრულებას 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიუკასლის პოზიციები შესუსტდა, თუმცა მამარდას შეძენას მაინც შეეცდებიან
ნიუკასლის პოზიციები შესუსტდა, თუმცა მამარდას შეძენას მაინც შეეცდებიან