ტომას სოუჩეკი, პატრიკ შიკი
Aa
Aa

შიკი, სოუჩეკი და სხვები | ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ისთვის

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთი, თურქეთი და პორტუგალია იქნებიან. რამდენიმე წუთის წინ, ჩეხეთის ნაკრების თავკაცმა, ივან ჰაშეკმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული ტურნირისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

მეკარეები: ინდრიჩ სტანეკი (პრაღის სლავია), მატეი კოვარი (ლევერკუზენი), ვიტეშლავ იაროში (შტურმი).

მცველები: ლადისლავ კრეიჩი (პრაღის სპარტა), მარტინ ვიტიკი (პრაღის სპარტა), რობინ ჰრანაჩი (პლზენი), ტომაშ ვლჩეკი (პრაღის სლავია), ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი), დავიდ დუდერა (პრაღის სლავია), დავიდ იურაშეკი (ბენფიკა, ჰოფენჰაიმშია განათხოვრებული), ტომაშ ჰოლეში (პრაღის სლავია), დავიდ ზიმა (პრაღის სლავია).

ნახევარმცველები: ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი), ანტონინ ბარაკი (ფიორენტინა), მიხალ სადილეკი (ტვენტე), ლუკაშ პროვოდი (პრაღის სლავია), პაველ სულჩი (პლზენი), მატეი იურაშეკი (პრაღის სლავია), ვაჩლავ ჩერნი (ვოლფსბურგი), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), ონდრეი ლინგრი (პრაღის სლავია, განათხოვრებულია ფეიენოორდში).

თავდამსხმელები: პატრიკ შიკი (ლევერკუზენი), ტომაშ ჩორი (პლზენი), ადამ ჰლოჟეკი (ლევერკუზენი), მოიმირ ჩიტილი (პრაღის სლავია), იან კუხტა (პრაღის სპარტა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი პირველ თამაშში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია და ლევანტეს ორიგინალური იდეა | ქოჩორაშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს
ილია და ლევანტეს ორიგინალური იდეა | ქოჩორაშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს