საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, პარიზის ოლიმპიადა, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია
Aa
Aa

ისტორიაში პირველად! - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრში იასპარეზებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ახალი ისტორია დაწერა. ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე იასპარეზებს.

ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენმა გუნდმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ღირსებას დაიცავს.


საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ, აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ისტორიაში ზედიზედ მეორედ მოხდა. მანამდე, ქართველმა ძიუდოისტებმა შერეულ ჩათვლაში ევროპული თამაშები მოიგეს და ევროპის ვიცე-ჩემპიონობაც იზეიმეს. ასევე, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუშიშვილმა ლიპარტელიანი ღირსეულად შეცვალა - EJU-ს გამოხმაურება
თუშიშვილმა ლიპარტელიანი ღირსეულად შეცვალა - EJU-ს გამოხმაურება