ენცო მარესკა
Aa
Aa

მელიებიდან არისტოკრატებში | პოჩეტინოს ენცო მარესკა შეცვლის

ლონდონის „ჩელსიმ“ მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელი შეარჩია. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „არისტოკრატებმა“ არჩევანი ენცო მარესკაზე შეაჩერეს და მათგან ოფიციალურ განცხადებას მალე უნდა ველოდოთ.

რომანოს ცნობით, მარესკა „ჩელსის“ კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და ინგლისურ გრანდს საკუთარ მომავალს 2029 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს. ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მისი ერთი წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

„ჩელსი“ უახლოეს პერიოდში „ლესტერს“ გამოსასყიდ თანხას გადაუხდის. სავარაუდოდ, საუბარი 10-20 მილიონ ევროს ეხება და „არისტოკრატები“ საკუთარ გულშემატკივრებს სიახლეს ოფიციალურად ამის შემდეგ აუწყებენ. მარესკას გარდა, „სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრები ტომას ფრანკისა და კირან მაკკენას კანდიდატურებს განიხილავდნენ, მაგრამ 44 წლის სპეციალისტის დანიშვნა გადაწყვიტეს.

მარესკა „ლესტერში“ 2023 წელს დაინიშნა და „მელიები“ პრემიერ ლიგაში დააბრუნა. იტალიელი სპეციალისტის გუნდმა ინგლისის რანგით მეორე დივიზიონი, ჩემპიონშიპი 97 ქულით დაასრულა და პრემიერ ლიგაში პირველი ადგილით დაბრუნდა.  

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნიუკასლის პოზიციები შესუსტდა, თუმცა მამარდას შეძენას მაინც შეეცდებიან
ნიუკასლის პოზიციები შესუსტდა, თუმცა მამარდას შეძენას მაინც შეეცდებიან