ილია და ლევანტეს ორიგინალური იდეა | ქოჩორაშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს
„ლევანტემ“ გიორგი ქოჩორაშვილს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ვალენსიურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება ორიგინალურად გამოაცხადა და UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია დაიხმარა.
???????????? El #LevanteUD y Giorgi Kochorashvili (@GKochorashvili) extienden su vinculación hasta 2027. Enhorabuena, Kocho ????????https://t.co/umOCN34Sf6
— Levante UD (@LevanteUD) May 28, 2024
„ლევანტემ“ სოციალურ ქსელებში „ელ მატადორის“ ვიდეო გამოაქვეყნა და ილიამ კლუბის ქომაგებს მიმართა: „მოგესალმებით ყველას. მინდა, ლევანტეს ფანებს მოგილოცოთ გიორგი ქოჩორაშვილის მსგავს ბრწყინვალე ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება.
გილოცავთ, რადგან მისი ჯადოქრობით სიამოვნების მიღებას კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში გააგრძელებთ. თითოეულ თქვენგანს მოკითხვას გიგზავნით და გეხუტებით“.
???? @Topuriailia tiene algo que deciros pic.twitter.com/a2CyxSNHJ4
— Levante UD (@LevanteUD) May 28, 2024
ცნობისთვის, ქოჩორაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. როგორც „ლევანტეს“ ვებგვერდი აღნიშნავს, საკუთარი ხასიათის, თავდადების, თამაშის ხარისხისა და ბრძოლისუნარიანობის წყალობით, „ქოჩო“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.