გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მეცის ყველაზე სახიფათო მოთამაშეა“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში მიქაუტაძეზე

ფრანგული გამოცემა, Foot-sur7-ი „მეცისა“ და „სენტ-ეტიენის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც ლიგა 1-ის საგზურის მფლობელის ვინაობას გაარკვევს. სტატიის ავტორმა გიორგი მიქაუტაძეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და აცხადებს, რომ „მწვანეებისთვის“ ყველაზე დიდი საფრთხის შექმნა სწორედ მას შეუძლია.

„მეცი ფავორიტია და სენტ-ეტიენი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. აიაქსიდან განათხოვრებულმა თავდამსხმელმა მეცის რიგებში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი და 4 ასისტი გაიფორმა. მიქაუტაძემ ნახევარ სეზონში მოახერხა იმდენი, რომ ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-7 ადგილი დაიკავა. გიორგი ბრწყინვალე ფორმაშია და ბოლო 7 მატჩში 8 ბურთი შეაგდო.

გოლების გამტანი მოთამაშის სტატუსის გარდა, მიქაუტაძე სენტ-ეტიენისთვის საფრთხე იმიტომაცაა, რომ ლიონის აღზრდილია. იგი ლიონში დაიბადა და 2008-დან 2015 წლამდე, ადგილობრივ აკადემიაში ვარჯიშობდა, ლიონი და სენტ-ეტიენი კი ერთმანეთის მტრები არიან.

გასულ სეზონში, სენტ-ეტიენთან მატჩისას, მიქაუტაძემ თითებით 69 გამოსახა და მწვანეების ფანები განარისხა, რასაც შეხვედრის დროებით შეჩერება მოჰყვა. მისი დაბრუნება ტემპერატურას ნამდვილად ზრდის. შეძლებენ სენტ-ეტიენის ქომაგები თავიანთი შეძახილებით მისთვის პრობლემების შექმნას? თუ ლიონში დაბადებული შემტევი მწვანეებს ისევ ჯალათად მოევლინება? ამ კითხვებზე პასუხს ხუთშაბათს გავიგებთ“, - წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენისა“ და „მეცის“ დაპირისპირება ორმატჩიანია. პირველი შეხვედრა 30 მაისს, თბილისის დროით, 23:30-ზე დაიწყება, განმეორებითი თამაში 2 ივნისს, 19:00-ზე არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია ხელშეუხებელია | კონტეს ამბიციური ნაპოლი სურს
კვარაცხელია ხელშეუხებელია | კონტეს ამბიციური ნაპოლი სურს