სპალეტი: არ ვიცი წელს ნაპოლის რა დაემართა, კონტეს კი ერთ რჩევას მივცემ
ლუჩანო სპალეტიმ Sky Sport 24-თან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნასაც შეეხო.
„წლევანდელ სეზონში ნაპოლით გაკვირვებული ვიყავი, რადგან მათ შესანიშნავი გუნდი და ფეხბურთელები ჰყავთ. არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მაგრამ 3 მწვრთნელის შეცვლა გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ასეთ დროს ფეხბურთელებმა ყოველ ჯერზე უნდა აითვისონ გუნდის შექმნის განსხვავებული გზა. მიუხედავად ყველაფრისა ნაპოლის უმაღლესი დონის შემადგენლობა ჰყავს და ვწუხვარ, რომ გუნდი ევროტურნირების გარეშე დარჩა.
კონტე? ის რა თქმა უნდა, გამოცდილი მწვრთნელია. რა რჩევას მივცემდი მას დე ლაურენტისთან ურთიერთობისთვის? დე ლაურენტისი არის ადამიანი, რომელმაც ნეაპოლში ფეხბურთი დააბრუნა. მან შესანიშნავი გუნდი შექმნა და შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. თქვენ გარკვეულ მომენტებში მასთან ურთიერთობის არჩევა მოგიწევთ“.
შეგახსენებთ, რომ, ანტონიო კონტე და „ნაპოლი“ 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. საბოლოო შეთანხმება ამ დროისთვის გადაიდო იმ მიზეზით, რომ მწვრთნელს საიმიჯო უფლებების სრული კონტროლის მოპოვება სურს.