ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ეს რომ გავაკეთო, არ დამეძინება“ | რა თქვა თოფურიამ კონორზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია NUDE PROJECT-ის სტუმარი იყო და კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ სპორტული კუთხით, ირლანდიელი აღარაფერს წარმოადგენს, თუმცა, კვლავინდებურად საკულტო ფიგურაა.

„კონორი წარსულია. ახლა რას წარმოადგენს? სპორტული თვალსაზრისით, აღარავინაა და მგონი, თავისი წონითი დივიზიონის ტოპ 15-შიც არ იმყოფება. მაკგრეგორი მნიშვნელოვანი ფიგურაა და სიმართლეა, რომ მისი წყალობით, MMA-ით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. ამისთვის მას მადლობას ვუხდი და ფაქტია, რომ ჩვენი სპორტის ცნობადობა გაზარდა, თუმცა, ახლა ინფლუენსერია, რომელიც ბარში სასმელებს ყიდის.

მაკგრეგორი ნამდვილი გიჟია და მისი ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. კონორის ხასიათზე ვგიჟდები და ბევრს ვიცინი, როცა მის ვიდეოებს ვუყურებ. სპორტული თვალსაზრისით, შეგვიძლია, ფენომენი ვუწოდოთ, მაგრამ არ მინდა, მასთან საერთო მქონდეს. არ მომწონს, მეტოქეების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს და მათ როგორც ელაპარაკება. დიახ, ჩხუბებს ყიდის, მაგრამ არ ვიცი... მოწინააღმდეგეს მისნაირად რომ ველაპარაკო, არ დამეძინება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მაკგრეგორმა თოფურია გააკრიტიკა და მას ჭკუასუსტი უწოდა. კონორის თქმით, „ელ მატადორმა“ სჯობს, გაარკვიოს, ქართველია თუ ესპანელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია ხელშეუხებელია | კონტეს ამბიციური ნაპოლი სურს
კვარაცხელია ხელშეუხებელია | კონტეს ამბიციური ნაპოლი სურს