Givemesport: კვარას იმედი აქვს, ნაკრებთან ერთად ამ ზღაპრის გაგრძელებას შეძლებს
ბრიტანული გამოცემა givemesport-ი ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებთა ლიდერების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
აი რას წერს ვებ გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ:
„ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის ციებ-ცხელებით შეპყრობილი ერის სიმძიმეს პირველად ჩაეჭიდა. საქართველოს ისტორია 2024 წლის 26 მარტს დაიწერა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი ოფის ფინალში პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა.
ბევრი დიდ ტურნირზე პირველად გამსვლელებს არ აფასებს, თუმცა იმ მოთამაშისთვის, რომელსაც დიდი სიყვარულით კვარადონა შეარქვეს, ყველაფერია შესაძლებელი.
23 წლის ფეხბურთელი იტალიაში თავისი სადებიუტო სეზონით გამორჩეული იყო. მან ნაპოლის ჩემპიონობაში მთავარი როლი ითამაშა და გუნდს 33 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. საჩემპიონო სეზონში მას მონაწილეობა 25 გოლში ჰქონდა მიღებული.
დრიბლინგით განთქმულმა ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 გოლი გაიტანა და იმედოვნებს, რომ ზაფხულში თავის ერთან ერთად ზღაპრის გაგრძელებას შეძლებს“.
კვარამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა (მოპოვებულ პენალტებსაც თვლიან).