ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

„კარიერის რეალში დასრულება მინდა“ - მოდრიჩი MLS-ში და არაბეთში არ წავა

ლუკა მოდრიჩს მადრიდის „რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივების იმედი აქვს და კარიერის დასრულებასაც „სამეფო კლუბში“ გეგმავს.

30 ივნისს 38 წლის ნახევარმცველს შეუძლია თავისუფალი აგენტი გახდეს და კლუბი დატოვოს, თუმცა ეს მის გეგმებში არ შედის.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდოდა რეალი ჩემი ბოლო კლუბი ყოფილიყო. კარიერის დასრულება მადრიდში მინდა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. მოდით წავიდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

იმედი მაქვს, რაც მინდა, მოხდება. ჩემი ოცნება ასრულდება, თუ კარიერას სახლში - ჩემი ცხოვრების კლუბში დავასრულებ.

ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ ვგრძნობ თავს, მე მაქვს საკმარისი ფიზიკა და უნარი, რომ თამაში უმაღლეს დონეზე გავაგრძელო - ამაში კი ეჭვი არ მეპარება. ბევრი საუბრობს ასაკზე, მაგრამ მთავარია რას აკეთებ მოედანზე და თუ ამას ფიზიკურად უმკლავდები, მაშინ რატომ არ უნდა განაგრძო თამაში?“,

- განაცხადა მოდრიჩმა Cadena Cope-თან ინტერვიუში.

როგორც ჩანს, ლეგენდარული ხორვატი კარიერის ბოლო წლების საუდის არაბეთში ან MLS-ში გატარებას არ გეგმავს და დიდ ფეხბურთს „სანტიაგო ბერნაბეუდან“ დაემშვიდობება. გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა „სამეფო კლუბთან“ მინიმუმ კიდევ 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალზე მოხვედრაც შეგვიძლია - ქოჩორაშვილის ვრცელი ინტერვიუ
მუნდიალზე მოხვედრაც შეგვიძლია - ქოჩორაშვილის ვრცელი ინტერვიუ