ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

„იმას გავუკეთებ, რაც მომინდება“ | როგორ მოუგებს ილია შონ ომალის

ილია თოფურიამ La Sueur-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორს“ შეკითხვა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის შესახებ დაუსვეს და ფრანგული გამოცემის ჟურნალისტი დაინტერესდა, პოტენციურ ბრძოლაში, თოფურია „შუგას“ როგორ დაამარცხებს.

„როგორ დავამარცხებდი ომალის? როგორც მომინდებოდა ისე. მას იმას გავუკეთებ, რასაც მოვისურვებ. შემიძლია ვეთამაშო და ვკითხო, როგორ დავაფინიშო. ესაა შეკითხვა, რომელსაც ჩემს ყველა მეტოქეს ვუსვამ. უბრალოდ მითხარი, როგორ დაგაფინიშო. სულ ესაა. ომალი ჩემპიონია და პატივს ვცემ, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ არაფერი გამოუვა“.

შეგახსენებთ, რომ ომალის „ელ მატადორთან“ ჩხუბის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ილიამ განაცხადა, რომ მას ჯერ მერაბ დვალიშვილთან აქვს საქმე დასამთავრებელი. გავრცელებული ინფორმაციით, „მანქანისა“ და „შუგას“ დაპირისპირებას სექტემბერში ვიხილავთ.

ილიამ La Sueur-თან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სურს, მისი მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი იყოს. „ელ მატადორმა“ დასძინა, რომ „დალოცვილს“ დიდ პატივს სცემს და ლეგენდად მიაჩნია, მაგრამ მასთან არაფერი გამოუვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია ხელშეუხებელია | კონტეს ამბიციური ნაპოლი სურს
კვარაცხელია ხელშეუხებელია | კონტეს ამბიციური ნაპოლი სურს