კრიშტიანუ რონალდუ, რომარიო, რიად მაჰრეზი
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუმ სეზონი რეკორდით დაასრულა

საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომლის მთავარი ვარსკვლავიც კრიშტიანუ რონალდუა, დასრულდა და პორტუგალიელი მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი უნიკალური რეკორდით შევიდა. ის ერთადერთია, რომელიც ოთხი ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ამის გაკეთება საუდის არაბეთის პრო ლიგამდე, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ესპანეთის ლა ლიგასა და იტალიის სერია A-ში მოახერხა. ოთხი გათამაშების ბომბარდირის პრიზს ფლობდა ლეგენდარული რომარიოც, თუმცა ამ ოთხიდან მას მხოლოდ სამში, ნიდერლანდების ერედივიზიონში, ესპანეთის ლა ლიგასა და ბრაზილიის სერია A-ში გოლეადორობას უთვლიან, მეოთხე ჯერზე კი საუკეთესო მეგოლე კარიოკას შტატის პირველობაზე გახდა, რაც ოფიციალურ ნუსხაში შეტანილი არ არის.

რაც შეეხება 39 წლის კრიშტიანუს წლევანდელ შედეგს, პრო ლიგის ბოლო ტურში „ალ ნასრის“ 39 წლის პორტუგალიელმა ლიდერმა „ალ იტიჰადთან“ (4:2) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და გათამაშება 31 მატჩში გატანილი 35 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით დაასრულა. როგორც უკვე გითხარით ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ასისტენტთა დავაში კი რიად მაჰრეზს მხოლოდ ორი პასით ჩამორჩა.

სხვათა შორის, რონალდუ ადგილობრივი პირველობის რეკორდსმენიც გახდა - აქამდე საუდის არაბეთის ჩემპიონატში ერთ სეზონში ყველაზე მეტი 34 ბურთი 2018-2019 წლებში „ალ იტიჰადის“ თავდამსხმელს აბდერაზაკ ამდალას ჰქონდა გატანილი და მისი მიღწევა ერთი ბურთით გაუმჯობესდა. რაც შეეხება „ალ ნასრს“, კრიშტიანუ რონალდუ და მისი თანაგუნდელები 82 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონ „ალ ჰილალს“ 14 ქულით ჩამორჩნენ.

ალ-ნასრი 4:2 ალ-იტიჰადი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსის მორიგი საჩივარი - ტურინელები რონალდუსთვის ფულის გადახდას არ აპირებენ
იუვენტუსის მორიგი საჩივარი - ტურინელები რონალდუსთვის ფულის გადახდას არ აპირებენ