მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„ორივესთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა იქნება“ - სენდჰეგენის პროგნოზი მერაბი-ომალის ჩხუბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის შესაძლო საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და ბრძოლის სცენარზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

რას ამბობს სენდჰეგენი:

„სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ორივესთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა იქნება. ნამდვილად ვიცი, რომ მერაბს დისტანციის შემცირების დიდი პრობლემა ექნება. ის არ არის ყველაზე სწრაფი ბიჭი მსოფლიოში. არ აქვს აღნაგობა, რომლითაც კარგად შეუძლია დისტანციის დახურვა. მისი ერთადერთი პლუსი ისაა, რომ რაღაცნაირად ხალხს ღლის და შემდეგ ამ დისტანციის შემცირება უფრო უმარტივდება. მაგრამ ომალის დარტყმა ნებისმიერ დისტანციაზე შეუძლია და ამაში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“.

„თუ მერაბს შეუძლია მისი დაღლა, ისე რომ თავად არ დაიღალოს, მაშინ ამ გეგმას უნდა მიჰყვეს. ვფიქრობ, ბრძოლის მოსაგებად ორივეს კონკრეტული გეგმა ექნება, მაგრამ ორივეს ჯოჯოხეთის გავლა მოუწევს“.

„მე და ჩემი გუნდი შონ ომალის ვგულშემატკივრობთ, მისი გამარჯვება გვინდა. იმედია, ის კრივში გადასვლას და იმ სულელური ჩხუბის ჩატარებას, ქვემსუბუქ წონაში ასვლას არ აპირებს. ნუ გააკეთებ ამას, შონ. უბრალოდ, დარჩი დივიზიონში და შეეცადე ჯერ არ დაამტკიცო ყველაფერი. ქვემსუბუქ წონაში ასვლა და ილია თოფურიასთან ასვლა საკმაოდ დიდი რისკი იქნება. ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება. სიმართლე გითხრათ, ილია უფრო ძლიერ მებრძოლად მიმაჩნია, ვიდრე ჩვენი დივიზიონის მებრძოლები არიან“.

ამერიკულ მედიაში ვარაუდობენ, რომ კორი სენდჰეგენი მერაბის შემდეგ ჩემპიონობის პირველი კანდიდატი იქნება და ის შონ ომალისა და ქართველ „მანქანას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიკაძე: ალენთან გამარჯვება ტიტულისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება
ჭიკაძე: ალენთან გამარჯვება ტიტულისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება