ვაუტერის დუბლი - დილამ ბათუმში მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური მიმდინარეობს. სათამაშო დღის მეორე მატჩში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე სეზონის ლიდერს, გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ბათუმელთა კარში ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივეჯერ თავი ტაირელ ვაუტერმა გამოიჩინა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ანგარიში 71-ე წუთზე გახსნა, 78-ე წუთზე კი ეფექტური გოლით დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
17 ტურის შემდეგ, გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 38 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „იბერია 1999“-ს, რომელსაც მე-17 ტურში თავისი მატჩი სათამაშო აქვს, 6 ქულით უსწრებს. ბათუმის „დინამო“ კი 30 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და მიმდინარე ტურში „ტორპედოს“ ფრის შემთხვევაშიც, მე-4 საფეხურზე დაქვეითდება.
მე-18 ტურში, რომელიც 1-2 ივნისს გაიმართება, ბათუმის „დინამო“ „სამტრედიას“ ესტუმრება, „დილა“ კი საკუთარ მოედანზე „კოლხეთი 1913“-ს მიიღებს.