გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი
Aa
Aa

MARCA საქართველოს ნაკრების შანსებზე

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ავტორიტეტულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა MARCA-მ თავის ვებ-გვერდზე გააკეთა სპეციალური რუბრიკა, სადაც ფინალური ეტაპის ექვსივე ჯგუფის მონაწილე ნაკრები გუნდების მომზადების დონე და მათი პლეი ოფში გასვლის შანსები არის გაანალიზებული. ბუნებრივია, ესპანური მედიის ობიექტივში მოხვდა ტურნირის ერთადერთი დებიუტანტი საქართველოს ნაკრებიც, რომლის შესახებაც მოკლე, მაგრამ საინტერესო ანალიზია გაკეთებული.

რა წერია საქართველოს ნაკრებზე

ეს გუნდი ასეთი დონის ტურნირზე პირველად თამაშობს, რის გამოც ფეხბურთელები მოედანზე მინიმალური ფსიქოლოგიური წნეხით გავლენ და პატარა დადებითი მომენტიც კი მათ წარმატებად ჩაითვლება. რა არის ამ გუნდის მთავარი მინუსი? ალბათ ის, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან ევროპის ტოპ-ლიგებში მხოლოდ სამი მათგანი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ასპარეზობს. საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ვილი სანიოლმა კი სამწვრთნელო კარიერის მთავარ წარმატებას სწორედ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად მიაღწია, რადგან ჟირონდას „ბორდოში“ მუშაობისას ის განსაკუთრებული შედეგებით ნამდვილად ვერ იამაყებდა. და მაინც, მიუხედავად ფრანგი სპეციალისტის უდიდესი ავტორიტეტისა, გუნდის მთავარი ფიგურა ევროპის პირველობაზე იტალიის ჩემპიონატის შარშანდელი სეზონის MVP ხვიჩა კვარაცხელია იქნება - ის და მისი „ნაპოლი“ წინა სეზონის აღმაფრენის შემდეგ, წელს მიწაზე დაეშვნენ და იმედია, EURO 2024-ზე ძველებურ კვარას ვიხილავთ.

სტატიის ბოლოს ნავარაუდებია ის 11 ფეხბურთელი, რომელსაც ვილი სანიოლი პირველ ტურში თურქებთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენებს. MARCA-ს ვერსიით საქართველოს ნაკრების სასტარტო თერთმეტეული ასეთი იქნება: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კიტეიშვილი, შენგელია, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ მისთვის სადებიუტო ევროპირველობაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის გუნდები ეყოლება. გათამაშებას ქართველი ფეხბურთელები 18 ივნისს, დორტმუნდში თურქებთან მატჩით დაიწყებენ, ოთხ დღეში ჰამბურგში ჩეხებს დაუპირისპირდებიან, ჯგუფურ ეტაპს კი 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიელებთან თამაშით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში
ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში