„ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს“ - ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს.
რას ამბობს ანჩელოტი:
„ფავორიტის სტატუსზე არ ვფიქრობთ. ჩვენ ისეთ გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც პლეი-ოფში მადრიდის „ატლეტიკო“ და პსჟ დაამარცხა. მათ დიდი მონდომება და მტკიცე ხასიათი გამოავლინეს. გაგვიჭირდება და ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს, ისე, როგორც ნებისმიერ ფინალში“.
„ვნერვიულობთ თუ არა ფინალამდე? შაბათს, თამაშამდე ფეხბურთელებს სიგრილეში დავსვამ თეორიულ ნაწილს გავივლით. რაც შეეხება ნერვიულობას, ეს ყოველი მატჩის წინ ხდება და სავსებით ნორმალურია. მაგრამ ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ, ისინი უკვე ჩემპიონთა ლიგის რეჟიმში ცხოვრობენ“.
„რაც შეეხება მეტოქეს, დორტმუნდს ხარისხიანი გუნდი და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. მათი მებრძოლი სული განსაკუთრებით პსჟ-სთან მომეწონა, მათ ფინალში მოხვედრის წარმოუდგენელი სურვილი გამოავლინეს. ყველაზე მეტად ამას უნდა ვუფრთხილდეთ“.
„რატომ არ აგებს „რეალი“ ფინალს? კლუბმა ამ ტურნირზე დიდი ისტორია შექმნა. ეს ჯერ კიდევ 50-იან წლებში წარმოიშვა. ეს მთელი კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის რაღაც განსაკუთრებულია. ამ ტურნირს განსაკუთრებულად ვეპყრობით“.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „უემბლიზე“ 1 ივნისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.