რაფაელ ნადალი, როლან გაროსი, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

მარცხი ზვერევთან - ნადალი როლან გაროსს გამოეთიშა

როლან გაროსის პირველ წრეში, რაფაელ ნადალი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და 3 სეტში - 6:3, 7:6 (7:5), 6:3 დამარცხდა.

მატჩი, რომელიც 3 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა, ზვერევი დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა. ნადალმა გერმანიის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელს წინააღმდეგობა მეორე სეტში გაუწია, თუმცა, გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო.

ალექსანდრ ზვერევი ATP-ის რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებს, ესპანელ ლეგენდას კი 275-ე პოზიცია უკავია.

მსგავსი სიახლეები