ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - როგორია ფავორიტთა ოცეული
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Goal.com-მა ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა სია განაახა, რომელშიც პირველ ადგილზე კვლავ მადრიდის „რეალის“ ვარკსვლავი, ვინისიუს ჟუნიორია.
კანდიდატთა ოცეული ასე გამოიყურება:
- ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი)
- ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი)
- კილიან მბაპე (პსჟ)
- ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
- ჰარი კეინი ( მიუნხენის ბაიერნი )
- ტონი კროოსი (მადრიდის რეალი)
- ფლორიან ვირცი (ბაიერ ლევერკუზენი)
- როდრი (მანჩესტერ სიტი)
- როდრიგო (მადრიდის რეალი)
- ანტონიო რუდიგერი (მადრიდის რეალი)
- ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)
- ბუკაიო საკა (არსენალი)
- მატს ჰუმელსი (ბორუსია დორტმუნდი)
- დეკლან რაისი (არსენალი)
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
- ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)
- ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი)
- ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო მადრიდი)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი).
ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდის „რეალთან“ ერთად 2023/24 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და 1 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშებს, სადაც მისი გუნდი დორტმუნდის „ბორუსიას“ უნდა შეხვდეს. ასევე, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ვინისიუსს კოპა ამერიკაც ელის.
ბრაზილიელმა შემტევმა „სამეფო კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.