ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„კვარა და ოსიმენი მიდიან? შეუცვლელი არავინაა“ - ფედელემ ფეხბურთელები გააკრიტიკა

ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა და ცნობილმა ექსპერტმა, ენრიკო ფედელემ ნეაპოლური რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ განვლილ სეზონზე ისაუბრა და ნაჩვენებ შედეგებში ფეხბურთელები დაადანაშაულა.

იტალიელმა მენეჯერმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო წასვლაზეც ისაუბრა.

რას ამბობს ფედელე:

ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლიში“ წარუმატებელ პერიოდში მოვიდა და შედეგის მოსასწორებლად ყველაფერი სცადა. ჟურნალისტები ყველაფერში მას ადანაშაულებდნენ, მაგრამ მოდით, მოთამაშეებზეც ვისაუბროთ. მათ რაიმეს შესაცვლელად არაფერი გაუკეთებიათ. ყველა დამნაშავეა - მწვრთნელი, მოთამაშეები, კლუბის ხელმძღვანელები, მაგრამ ფეხბურთელებს არ მიუციათ ისეთი სიგნალი, რომელიც მდგომარეობის გამოსწორების იმედს მოგვცემდა.

გაართულებს თუ არა ხვიჩას და ოსიმენის წასვლა გუნდის რეაბილიტაციას? არასდროს მიმაჩნდა, რომ რომელიმე ფეხბურთელი შესაძლოა შეუცვლელი იყოს, მთავარია, როგორ ჩაანაცვლებ მას. როცა პარმაში ვიყავი, ჯიჯი ბუფონი გავყიდე, ასევე, „იუვემ“ ზინედინ ზიდანი გაუშვა, მაგრამ ორივე ფეხბურთელი ღირსეულად შეიცვალა. 2022 წელს „ნაპოლიმ“ კულიბალი და ალანი გაუშვა, მაგრამ იმ სეზონში სკუდეტო მოიგო. ასე რომ, შეუცვლელი არავინაა.

„ნაპოლიმ“ სერია A-ს 2023/24 წლების სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა. გუშინ, „ლეჩესთან“ გამარჯვების შემთხვევაში, ნეაპოლიტანელები კონფერენს ლიგაზე მოხვედრის შანსს შეინარჩუნებდნენ, თუმცა, კალცონას გუნდმა ფრედ, 0:0 ითამაშა.  „ნაპოლის“ უშუალო კონკურენტმა, „ტორინომ“ თავისი მატჩი „ატალანტასთან“ 3:0 წააგო და „ნაპოლი“ კი მოგების შემთხვევაში მე-9 ადგილზე აღზევდებოდა. ნეაპოლურმა და ტურინულმა გუნდებმა თანაბარი, 53-53 ქულა დააგროვეს, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო კი მე-9 ადგილი „ტორინოს“ ერგო. თუ კონფერენს ლიგის ფინალში „ფიორენტინა“ „ოლიმპიაკოსთან“ გაიმარჯვებს, მაშინ ამავე ტურნირის საგზურს „ტორინო“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ კონტე დაინიშნება, ეჭვი მეპარება, რომ კვარამ ეს შეძლოს“ - ცნობილი ექსპერტი ხვიჩაზე
„თუ კონტე დაინიშნება, ეჭვი მეპარება, რომ კვარამ ეს შეძლოს“ - ცნობილი ექსპერტი ხვიჩაზე