საგინაშვილმა სეპსს აჯობა - ბათუმმა საერთაშორისო ბრძოლებს უმასპინძლა
Aa
Aa

საგინაშვილმა სეპსს აჯობა - ბათუმმა საერთაშორისო ბრძოლებს უმასპინძლა

ბათუმში "GRAND BELLAGIO CHMPIONSHIP"-ის პირველი ღონისძიება ჩატარდა. ივენთზე ცხრა ბრძოლიდან ოთხი, კიკბოქსინგის წესებით შედგა, ხოლო  ხუთი კი MMA-ის.

ადგილობრივი სპორტსმენების გარდა, ბათუმში  ბრაზილიელმა, მაროკოელმა, რუმინელმა, აზერბაიჯანელმა, ბაჰრეინელმა და თურქმა მებრძოლებმა იჩხუბეს. ოთხი ქართველიდან სამმა, თავისი ბრძოლა მოიგო.

ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით, ბევრი ცნობილი ადამიანი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონი ლევან საგინაშვილი და ამერიკელი ვეტერანი მებრძოლი  ბობ სეპი.

შეგახსენებთ ,რომ ბობ სეპი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეც იყო, ასევე მას ათზე მეტ ჰოლივუდის ფილმში უთამაშია.

აღსანიშნავია,რომ მან რინგზე ლევან საგინაშვილი გამოიწვია. მაგრამ ქართველმა ჰალკმა ის მხოლოთ ხელის გადაწევაში დაამარცხა.

ამირან ნაჭყებიამ გერმანელი მეტოქე მარკუს კიმპოიერუსი მეორე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა.

ქართველმა მებრძოლმა დავით ლორთქიფანიძემ კი ირანელი მოწინააღმდე პირველივე წამებზე დაამარცხა.

მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით თავის ბრძოლა მაიბეკ სულუმოვმა მოიგო,რომელმაც აზერბაიჯნელ იუსუფ გასიმოვს აჯჯობა.

სამწუხაროდ ლადო გაბისონიამ თავის დაპირისპირება დათმო. ქართველმა მებრძოლმა აზერბაიჯანელ რუსლან ნაგიევთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები