ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„დი ლორენცოს წასვლა უნდა, კვარას გარშემო შექმნილი ჭორები კი რეალურია“ - იტალიელი ექსპერტი

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა და ჟურნალისტმა, მიმო კარატელიმ „ნაპოლის“ წარუმატებელი სეზონი შეაჯამა და გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.

რას ამბობს კარატელი:

„როგორც იქნა, სეზონი დასრულდა. „ლეჩესთან“ მატჩის შემდეგ, მარადონას სტადიონზე ფარდა მძიმედ დაეშვა, რადგან გუნდმა საკუთარ არენაზე 6 მატჩი წააგო და 7 ფრედ ითამაშა. ეს მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ მოთამაშეები სეზონის ადრეულ ეტაპზე დანებდნენ ყველაფერს. გუდნმა ამ სეზონზე აღარ უნდა იფიქროს და რაც შეიძლება მალე დაივიწყოს. სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს აქცენტი მომავალზე“.

„სასწორზე ნამდვილი რევოლუცია დგას და ამ ყველაფერს კლუბი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე უამრავი სირთულე იქნება და კარგად უნდა შეფასდეს, რა არის საჭირო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ოსიმენს ისეთი მსურველი გამოუჩნდება, რომელიც 130 მილიონს გადაიხდის, კვარას გარშემო შექმნილი ჭორები კი რეალურია“.

„დი ლორენცოს აშკარად წასვლა უნდა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ გასახდელში არც თუ ისე კარგი განწყობა იყო. შესაძლოა, ეს ცუდი ატმოსფერო გუნდის ვარდნასთან დაკავშირებულიც იყოს“.

„ნაპოლიმ“ სერია A-ს 2023/24 წლების სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა. გამარჯვების შემთხვევაში, ნეაპოლიტანელები კონფერენს ლიგაზე მოხვედრის შანსს შეინარჩუნებდნენ. „ნაპოლის“ უშუალო კონკურენტმა, „ტორინომ“ თავისი მატჩი „ატალანტასთან“ 3:0 წააგო და კალცონას გუნდი კი მოგების შემთხვევაში მე-9 ადგილზე აღზევდებოდა. ნეაპოლურმა და ტურინულმა გუნდებმა თანაბარი, 53-53 ქულა დააგროვეს, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო კი მე-9 ადგილი „ტორინოს“ ერგო. თუ კონფერენს ლიგის ფინალში „ფიორენტინა“ „ოლიმპიაკოსთან“ გაიმარჯვებს, მაშინ ამავე ტურნირის საგზურს „ტორინო“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100 მილიონი და ლუკაკუ - ჩელსი ოსიმენისთვის იბრძვის
100 მილიონი და ლუკაკუ - ჩელსი ოსიმენისთვის იბრძვის