ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

„რთული სიტუაცია, ეკონომიკური პრობლემები“ | ჩავიმ ბარსას მდგომარეობაზე ისაუბრა

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა კლუბში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის შემცვლელს რთულ სიტუაციასთან მოუწევს გამკლავება და პრობლემებს თავს ვერ აარიდებს.

„ჩემმა შემცვლელმა უნდა გაიგოს, რომ რთული სიტუაცია დახვდება. ბარსელონა სამუშაოდ მარტივი კლუბი არაა და არც ეკონომიკური მდგომარეობაა სახარბიელო. ახალ მთავარ მწვრთნელს პრობლემები შეექმნება. მოუწევს, მოთმინება გამოიჩინოს და ერთადერთი, რაც ბარსელონაში დაეხმარება, გამარჯვებების მოპოვებაა.

ბევრჯერ იყო მომენტი, როცა ჩემს სამუშაოს გამადიდებელი ლუპით აკვირდებოდნენ. იმ ფაქტმა, რომ ბარსელონას საუკეთესო თაობის წარმომადგენელი ვარ, მოლოდინები გაზარდა და ამან ჩემ წინააღმდეგ იმოქმედა. იდეალური არავინაა, მაგრამ ვცდილობთ, რომ ვიყოთ. შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით ამ სეზონში. ტაქტიკური კუთხით, სასწავლი გვაქვს, მაგრამ ბრწყინვალე გამოცდილება მივიღეთ. წლეულს, პრობლემები შეგვექმნა და ფეხბურთით ვერ ვისიამოვნეთ, მაგრამ ცხოვრება ასეთია“.

შეგახსენებთ, რომ ჩავის ჰანსი ფლიკი ჩაანაცვლებს, რომელთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია და იგი 2027 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნომერ პირველი მტერი“ | ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე წერს
„ნომერ პირველი მტერი“ | ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე წერს