ენცო მარესკა
Aa
Aa

ჩელსის მთავარი სამიზნე მარესკაა | მანჩესტერი დე ძერბიზე ფიქრობს

ლონდონის „ჩელსი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. „არისტოკრატებს“ რამდენიმე ვარიანტი ჰყავდათ და ყველაზე ხშირად „იფსვიჩის“ თავკაცზე, კირან მაკკენაზე იწერებოდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და „ლურჯებმა“ მთელი ყურადღება ენცო მარესკაზე გადაიტანეს.

მარესკა „ლესტერის“ მთავარი მწვრთნელია და ლონდონელებმა „მელიებს“ ოფიციალურად სთხოვეს, მასთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მისცენ. Telegraph-ის ინფორმაციით, მარესკას გარდა, „ჩელსი“ რობერტო დე ძერბისა და ტომას ფრანკის კანდიდატურებზე ფიქრობს, მაკკენა კი გამოირიცხა.

„არისტოკრატების“ გარდა, დე ძერბის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ აკვირდება. „წითელ ეშმაკებს“ ერიკ ტენ ჰაგის გაშვება გადაწყვეტილი აქვთ და იტალიელ სპეციალისტს უმიზნებენ. „ბრაიტონი“ ხვდება, რომ დე ძერბის წასვლის შანსი არსებობს და ზემოთ ხსენებულ მაკკენას დაუკავშირდა. ასე რომ, შესაძლებელია, პრემიერ ლიგის კლუბების მწვრთნელების პოსტზე სერიოზული ცვლილებები ვიხილოთ.

ცნობისთვის, „ჩელსიმ“ მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა და ეძებს სპეციალისტს, რომელიც გრძელვადიან საფეხბურთო პროექტს ჩამოაყალიბებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნომერ პირველი მტერი“ | ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე წერს
„ნომერ პირველი მტერი“ | ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე წერს