უარი ბერნარდუ სილვაზე | პარი სენ-ჟერმენის პრიორიტეტი კვარაცხელიაა
„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გაჩენილი სიცარიელის შესავსებად ყველაფერს აკეთებს და შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობა დაწყებული აქვს. პარიზელთა ერთ-ერთი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ და ფრანგულ პრესაში, „ნაპოლის“ გარემარბზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
Le Parisien-ის მიხედვით, პსჟ ბერნარდუ სილვას გაფორმებაზე სერიოზულად ფიქრობდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა. პორტუგალიელი ფეხბურთელი გუნდისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს და „პარი სენ-ჟერმენი“ „კვარას“ ტრანსფერს უმიზნებს.
???????? Bernardo Silva ne serait PLUS ciblé par le PSG ! ❌❤️????
— Actu Ligue 1 (@ActuL1_) May 27, 2024
Paris vise Khvicha Kvaratskhelia au poste d’ailler gauche.
(@leparisiensport) pic.twitter.com/LUCzmzH5bF
პსჟ-ს მარჯვენა გარემარბი უნდოდა და სილვაზე სწორედ ამიტომ ფიქრობდა. Le Parisien-ის ცნობით, გუნდის თავკაცმა, ლუის ენრიკემ და სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა გადაწყვიტეს, მარცხენა გარემარბი დაიმატონ და მათი ყურადღების ცენტრში „ნაპოლის“ ქართველი შემტევი იმყოფება.
საინტერესოა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას 60 მილიონ ევროდ აფასებს, რაც „პარტენოპეის“ პირველი პირისთვის, აურელიო დე ლაურენტისისთვის კატეგორიულად მიუღებელი თანხაა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი ხვიჩას სანაცვლოდ 120-140 მილიონ ევროს ითხოვს და დათმობებზე წასვლას არ აპირებს.