რა უთხრა დენამ ვოლკის დამარცხების შემდეგ | ილია UFC-ის ხელმძღვანელზე
ილია თოფურია Youtube-ის არხის, NUDE PROJECT-ის პოდკასტის სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და ჰკითხეს, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა „ვოლკის“ დანოკაუტების შემდეგ პირველი რა უთხრა.
„დენამ მითხრა, შენით ძალიან ვამაყობ, კონტაქტზე ვიქნებით და მალე დაგიკავშირდებითო. სულ ეს იყო, სხვა არაფერი უთქვამს. ახლახან, UFC-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გვქონდა და ესპანეთში ღონისძიების გამართვაზე, ჩემს მომდევნო ჩხუბსა და სხვა თემებზე ვისაუბრეთ. უაითი კარგი ადამიანია, მაგრამ მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაქვს.
ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთთან ახლოს ვართ. მინახავს მებრძოლები, რომლებთანაც უაითს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, მაგრამ მე მათ შორის არ ვარ, რადგან არ გვქონია შანსი, რომ დავახლოებულიყავით და ერთმანეთს მხოლოდ საქმიან გარემოში ვხვდებოდით“.
შეგახსენებთ, რომ თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულს დაეუფლა. დიდი ალბათობით, „ელ მატადორი“ ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს, რომელმაც ჯასტინ გეიჯის ბრწყინვალე ნოკაუტით სძლია.