თორნიკე შენგელია, მარკო ბელინელი
Aa
Aa

ვირტუსმა ვენეციას მეორე მატჩიც მოუგო - შენგელიას 5 ქულა

„ვირტუსმა“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში „ვენეცია“ კიდევ ერთხელ, ამჯერად 79:78 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ორი დღის წინ ამავე დარბაზში გამართული მატჩის მსგავსად, გუნდები ოვერტაიმთან ამჯერადაც ახლოს იყვნენ, რადგან შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს და ერთი ზუსტი საჯარიმო სროლით მეტოქეს მინიმალური სხვაობით აჯობეს.

ბოლონიური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ თხუთმეტი წუთი გაატარა და არცთუ შედეგიანი მატჩი გქონდა - მის ანგარიშზე 5 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა. საქართველოს ნაკრების 32 წლის კაპიტანმა ხუთიდან ერთი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა. მატჩის MVP 14 ქულით, 4 ასისტითა და 2 მოხსნით შენგელიას თანაკლუბელი მარკო ბელინელი გახდა.

ამ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრაში 29 მაისს, მასპინძელი უკვე „ვენეცია“ იქნება. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია რომელიმე გუნდის სამ გამარჯვებამდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები ფინალის საგზურს მოიპოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პანათინაიკოსი ევროლიგის გამარჯვებულია - ბერძნებმა რეალს მოუგეს
პანათინაიკოსი ევროლიგის გამარჯვებულია - ბერძნებმა რეალს მოუგეს