გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, პანათინაიკოსი, კოსტას სლუკასი, ჯანან მუსა
Aa
Aa

პანათინაიკოსი ევროლიგის გამარჯვებულია - ბერძნებმა რეალს მოუგეს

საკალათბურთო ევროლიგის გამარჯვებული „პანათინაიკოსი“ გახდა. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ოთხთა ფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში ბერძნებმა შარშანდელი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ 15-ქულიანი სხვაობით, 95:80 დაამარცხეს და 13-წლიანი პაუზის შემდეგ ტურნირი ისტორიაში მეშვიდედ მოიგეს.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კოსტას სლუკასი იყო, რომელმაც მატჩი 24 ქულით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 მოხსნით დაასრულა. რაც შეეხება სამეფო გუნდს, მათ რიგებში გამორჩეული ჯანან მუსა გახლდათ, რომელმაც 15 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ათენელთა უპირატესობა თვალშისაცემი იყო და მათ მხოლოდ პირველი მეოთხედი დათმეს, რის შემდეგაც საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებიათ.

ნახევარფინალში „პანათინაიკოსმა“ თურქეთის „ფენერბაჰჩეს“ 73:57 აჯობა, „რეალმა“ კი საბერძნეთის მეორე გრანდი „ოლიმპიაკოსი“ 87:76 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პირეოსელებმა სტამბოლელებს 87:84 მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „პანათინაიკოსი“ გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის დამატებით არის დაინტერესებული და თუ ეს ტრანსფერები შედგა, შესაძლოა მომდევნო სეზონში საქართველოს ნაკრების ერთბაშად ორმა კალათბურთელმა ევროლიგის ჩემპიონ გუნდში ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული დუეტი საბერძნეთში? - გოგას და სანდროს პანათინაიკოსი აკვირდება
ქართული დუეტი საბერძნეთში? - გოგას და სანდროს პანათინაიკოსი აკვირდება