ზაზა ნადირაძე, ბადრი ყაველაშვილი
Aa
Aa

ნიჩბოსნების ორი მედალი მსოფლიოს თასზე

პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება კანოესა და კაიაკში ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა და მათ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამოსვლა ორი სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულეს.

ჩვენი ნაკრების ლიდერი და ყველაზე ტიტულოვანი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, რომელიც სპორტსმენის კარიერის პარალელურად, საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტიცაა, მსოფლიოს თასის მეორე ეტაპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 41,92 წამში დაფარა და მეორე შედეგი აჩვენა. ამავე დისციპლინაში იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა ნიჩბოსანმა გია გაბედავამ, რომელიც ფინიშის ხაზზე მეექვსე მივიდა.

მედლის გარეშე საქართველოს დელეგაცია არც ერთადგილიანი კაიაკით შეჯიბრებაში დარჩენილა - ბადრი ყაველაშვილს 200 მეტრის დასაფარად 36, 60 წამი დასჭირდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ოქროსა და ვერცხლის მედალი კი შესაბამისად, უკრაინელ და პოლონელ სპორტსმენებს დარჩათ.

2016 წლის რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამებიდან 200-მეტრიანი დისტანცია როგორც კანოეს, ასევე კაიაკის დისციპლინაში ამოღებულია, რის გამოც პოლონეთში გამართულ მსოფლიოს თასის მეორე ეტაპს არანაირი სალიცენზიო დატვირთვა არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბადრი ყაველაშვილის ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე
ბადრი ყაველაშვილის ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე