ირაკლი ვეკუა, ლუკა სილაგაძე, ჯაბა ტყეშელაშვილი, გივი დარსაველიძე
Aa
Aa

8 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ჭაბუკ ძალოსანთა წარმატება

პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით პრესტიჟულ ტურნირზე ექვს წონით კატეგორიაში ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა და საპრიზო ადგილზე გასვლა სამმა მათგანმა შეძლო.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება ირაკლი ვეკუამ (+102 კგ) დატოვა, რომელმაც სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ვეკუამ ატაცში - 151, აკვრაში - 196, ხოლო ორჭიდის ჯამში - 347 კილოგრამი დაძლია და მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა 3 ოქროს მედლით დაასრულა. ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი გივი დარსაველიძე, რომელიც ატაცის დისციპლინაში 147-კილოგრამიანი შტანგის დამორჩილების შემდეგ, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

დანარჩენი ოთხი მედალი კი ლუკა სილაგაძის (96 კგ) და ჯაბა ტყეშელაშვილის (102 კგ) ანგარიშზეა. სილაგაძემ ატაცსა (143 კგ) და აკვრაში (170 კგ) - ბრინჯაოს, ორჭიდის ჯამში (313 კგ) კი ვერცხლის პრიზიორობა გაინაღდა. რაც შეეხება ტყეშელაშვილს, ის ატაცის დისციპლინაში დაძლეული 141 კილოგრამიანი სიმძიმით, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და საქართველოს რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზის ოლიმპიადა - 3 ლიცენზია ქართველ ძალოსნებს
პარიზის ოლიმპიადა - 3 ლიცენზია ქართველ ძალოსნებს