გიორგი მამარდაშვილი, იაგო ასპასი
Aa
Aa

ფრე სელტასთან - ვალენსიამ ლა ლიგა მეცხრე ადგილზე დაასრულა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ბალაიდოსზე“ ვიგოს „სელტასთან“ მატჩით დაასრულა. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში, რომელსაც არც ერთი გუნდისთვის სატურნირო დატვირთვა არ ჰქონდა, საბოლოოდ ფრე, 2:2 დაფიქსირდა.

გოლები:

23 წლის ქართველი მეკარე ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში და უფრო კარგად პირველ ტაიმში გამოიყურებოდა. მე-5 წუთზე სტუმრები „სელტას“ მცველის კარლოს დომინგესის ავტოგოლის შედეგად დაწინაურდნენ. ვიგოელებმა სიტუაციის გამოსწორება პირველივე ნახევარში სცადეს, თუმცა „მამარდამ“ უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა და აქტივში ორი სეივი ჩაიწერა.

მეორე ტაიმის სტარტზევე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს - „ვალენსიას“ კარში დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად იაგო ასპასმა შეასრულა. მამარდაშვილი მასპინძელთა კაპიტანს დარტყმის მიმართულებას მიუხვდა და მოგერიებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

მე-60 წუთზე პენალტი ამჯერად უკვე ვიგოელთა კარში დაინიშნა და „ღამურები“ კიდევ ერთხელ ამჯერად ალბერტო მარიმ დააწინაურა, თუმცა ზუსტად ორ წუთში ასპასმა ამჯერად ასისტენტობა ითავა და დასარტყმელ პოზიციაზე ანასტასიოსი დუვიკასი გაიყვანა, რომელმაც ქართველ მეკარეს ახლო მანძილიდან გაუტანა. მე-80 წუთზე, პორტუგალიელი მცველის ტიერი კორეას გასვლის შემდეგ, მამარდაშვილმა კაპიტნობა გადაიბარა და ბოლო ათი წუთი სამკლავური მას ეკეთა.

მამარდას ორი მოგერიება:

ოცდათვრამეტ ტურში „ვალენსიამ“ 13 მატჩი მოიგო, 10 ფრედ დაასრულა, 15 წააგო და 49 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მან მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა - 37 თამაშში 41 გოლი გაუშვა და საკუთარი კარი მშრალად 13 შეხვედრაში შეინახა. იყო თუ არა ეს მისთვის ბოლო მატჩი „ვალენსიას“ მაისურით, ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარახა: „მამარდაშვილის თაობაზე წინადადება არ ყოფილა“
ბარახა: „მამარდაშვილის თაობაზე წინადადება არ ყოფილა“