პარიზის ოლიმპიადა - 3 ლიცენზია ქართველ ძალოსნებს
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. 3 ლიცენზია ქართველ ძალოსნებს! ოფიციალური წერილი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ დღეს მიიღო.
ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ლიცენზიების მფლობელები არიან!
მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ნაკრების წევრებმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 5 სალიცენზიო საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოლიმპიური საგზურისთვის რეიტინგში 10 საუკეთესოს შორის უნდა მოხვედრილიყვნენ.
ლაშა ტალახაძე აღნიშნული რეიტინგის სათავეს ლიდერობს, ირაკლი ჩხეიძე მე-9 ადგილზეა, ხოლო შოთა მიშველიძე მე-7 პოზიციას იკავებს.
შედეგად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძე, ირაკლი ჩხეიძე და შოთა მიშველიძე იასპარეზებენ. რაც შეეხება ანასტასია გოტფრიდს, მისი ლიცენზიის ბედი ოლიმპიადის დაწყებამდე 2 კვირით ადრე გაირკვევა.