Sky Italia: ტიაგო მოტას კიეზა და შჩესნი არ სჭირდება
როგორც მოგეხსენებათ, მომავალ სეზონში ტურინის იუვენტუსს ტიაგო მოტა უხელმძღვანელებს.
Sky Sport Italia საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი „ბიანკონერის“ აშენებას რაბიოზე, ლოკატელიზე, ბრემერზე და მიკელე დი გრეგორიოზე აპირებს. ეს უკანასკნელი მონცას კარის დარაჯია.
წყაროს ცნობით, ტიაგო მოტა გუნდიდან ფედერიკო კიეზას და ვოისეხ შჩესნის გაშვებას გეგმავს. ჯანლუკა დი მარციო ადასტურებს და გვამცნობს, რომ კიეზა მოტას პირველი არჩევანი არ იქნება.
იტალიელი შემტევის გადაბირებით რომა და მილანი ინტერესდებიან. სარფიანი წინადადების შემთხვევაში კიეზა „ბებერ ქალბატონს“ დატოვებს.
რაც შეეხება შჩესნის, პოლონელ კარის დარაჯთან თანამშრომლობით მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება. მის ნაცვლად კი ტიაგოს დი გრეგორიოს გადაბირება სურს, რომლის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო მოტას ხელმძღვანელობით „ბოლონიამ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. 41 წლის მწვრთნელმა ტურინულ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ანაზღაურება წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება.