ინტერი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

ლაუტარო: “ჰოლანდის და მბაპეს დონეზე შემიძლია ვიყო“

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესი ბრწყინვალე ფორმაშია. არგენტინელი თავდამსხმელი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ინტერი ჩემპიონი.

იტალიურ მედიასთან საუბრისას, ლაუტარო მარტინესმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

მარტინესი:

„სხვა ვარსკვლავების არ მშურს. ციფრები და ტიტულები ყველაფერზე მეტყველებს. არიან ვარსკვლავები, რომლებმაც ჩემზე ბევრად ნაკლები მოიგეს. პასუხისმგებლობით მუშაობა უნდა გავაგრძელო, როგორც ეს მამა მასწავლა, თუმცა შემიძლია ვიყო იმ დონეზე, როგორზეც მბაპე, კეინი და ჰოლანდი არიან.“

შეგახსენებთ, რომ მარტინესი ლიონელ სკალონიმ 2024 წლის კოპა ამერიკისთვის გამოიძახა. მიმდინარე სეზონში კი იტალიის ჩემპიონატში 24 გოლით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა მას წინ კიდევ ერთი მატჩი ელოდება და შესაძლოა მონაგარი გაზარდოს.

ყველა ტურნირზე ერთად კი 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკება განახლდა - ნაპოლი კვლავ კონტესთვის იბრძვის
მოლაპარაკება განახლდა - ნაპოლი კვლავ კონტესთვის იბრძვის