მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “ტრავმების გარეშე მსოფლიოს საუკეთესო გუნდს მოვუგეთ“

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელიც იუნაიტედმა მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.

ტენ ჰაგი:

„არ ვიცი დავრჩები, თუ არა. ერთადერთი, რასაც ვაკეთებ არის ამ გუნდის კარგად მომზადება, განვითარება და ცალკეული მოთამაშეების წინსვლა. ეს ჩემთვის პროექტია. როდესაც აქ მოვედი ყველაფერი არეული იყო. ახლა უკეთ ვართ, მაგრამ იმისგან ძალიან შორს ვართ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ.

ფეხბურთი ტიტულების მოგებაზეა. მინდა, რომ საუკეთესო და დინამიკური ფეხბურთი ვითამაშო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვალდებული ვარ მანჩესტერს ტიტულები მოვაგებინო. ახლა ფეხბურთელებით და სტაფით ამაყი ვარ, რადგან მათ დიდებული სამუშაო შეასრულეს.

ბევრი კომპლიმენტი მანჩესტერ იუნაიტედს. ფეხბურთელებმა საკუთარი იდენტობა დაამტკიცეს. ისინი ძალიან ძლიერები არიან. თქვენ ნახეთ, როგორ შეგვიძლია ვითამაშოთ, როცა ტრავმირებულები არ გვყავს. მთელი წელი ამას ვიძახდი. შეხედეთ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს მოვუგეთ.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ერიკს გაათავისუფლებდნენ.

ცნობისთვის, ერიკ ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედში მეორე ტიტული მოიგო. მის ანგარიშზე ერთი EFL Cup და ერთი FA Cup გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკება განახლდა - ნაპოლი კვლავ კონტესთვის იბრძვის
მოლაპარაკება განახლდა - ნაპოლი კვლავ კონტესთვის იბრძვის