FA Cup: მანჩესტერული ფინალი იუნაიტედმა მოიგო
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელიც იუნაიტედმა მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო.
პირველ ტაიმში „ქალაქელებს“ ბურთის ფლობის მხრივ კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 77% 23-ის წინააღმდეგ. ტენ ჰაგის შეგირდებმა თამაში კონტრ-შეტევებზე ააწყვეს, რაც საბოლოო ჯამში გამოუვიდათ.
ანგარიში 30-ე წუთზე გარნაჩომ გახსნა, რასაც 39-ე წუთზე მაინომ უპასუხა და 2:0 დააფიქსირა. მეორე ტაიმში გუარდიოლას გუნდი გააქტიურდა და არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა ამან შედეგი მატჩის მიწურულს გამოიღო. 87-ე წუთზე თავი დოკუმ გამოიჩინა. დარჩენილ დროში სიტიმ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა.
საბოლოო ჯამში, „წითელი ეშმაკები“ ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით მეორე ტიტულს დაეუფლნენ. გასულ წელს მანჩესტერმა EFL Cup მოიგო.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის FA Cup-ის ფინალში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვება მანჩესტერ სიტიმ(2:1) მოიპოვა.