პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ვენსან კომპანი
Aa
Aa

გუარდიოლა: “დაიმახსოვრეთ, მომავალში კომპანი სიტის მწვრთნელი გახდება“

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერ სიტიმ პეპ გუარდიოლას 10-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ესპანელი სპეციალისტის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ამის პარალელურად, ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო, პეპის სიტყვებს ავრცელებს, რომელიც მან ვენსან კომპანიზე თქვა.

პეპი:

„ვენსან კომპანი მომავალში მანჩესტერ სიტის მწვრთნელი გახდება. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება. როდესაც ეს მოხდება თქვენ მე დამირეკავთ.“

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი სპეციალისტი მომავალი სეზონიდან მიუნხენის ბაიერნის დამრიგებელი იქნება. მოლაპარაკება შედგა და ახლა მხოლოდ გაოფიციალურებაა საჭირო.

ასევე შეგახსენებთ, კომპანი 2008/2019 წლებში მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა და კაპიტანი იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
12 მილიონი დაჯდა - კომპანი ბაიერნში მალე გაოფიციალურდება
12 მილიონი დაჯდა - კომპანი ბაიერნში მალე გაოფიციალურდება