უეინ რუნი
Aa
Aa

რუნიმ პლიმუთი ჩაიბარა

4-თვიანი პაუზის შემდეგ, უეინ რუნი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ „პლიმუთი“ ჩაიბარა, რომელიც ჩემპიონშიპიდან გავარდნას სასწაულებრივად გადაურჩა. პლიმუთელებმა 51 ქულით ოცდაოთხ გუნდს შორის 21-ე ადგილი დაიკავეს და 22-ეზე გასულ „ბირმინგემს“, რომელიც ქვედა ლიგაში დაქვეითდა, მხოლოდ ერთი ქულით აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ რუნის ბოლო სამუშაო ადგილი სწორედ „ბირმინგემ სიტი“ იყო, რომელსაც 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის იანვრამდე ამზადებდა და მისი მწვრთნელობის პერიოდში გამართული 15 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ 2 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 9 წააგო. იქამდე კი „დერბი ქაუნთსა“ და „დისი იუნაიტედს“ ავარჯიშებდა, თუმცა განსაკუთრებული წარმატებები არც ამ კლუბებში ჰქონია.

სამწვრთნელოსგან განსხვავებით, უეინ რუნის საფეხბურთო კარიერა ძალიან წარმატებული იყო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მან ინგლისის პრემიერ ლიგა 5-ჯერ, ლიგის თასი 3-ჯერ და სუპერთასი 4-ჯერ მოიგო. ჩემპიონთა ლიგაში, ევროპა ლიგასა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე კი თითოჯერ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიგზს 6 თვე არ ელაპარაკებოდა“ | უეინ რუნიმ მანჩესტერელ თანაგუნდელებზე ისაუბრა
„გიგზს 6 თვე არ ელაპარაკებოდა“ | უეინ რუნიმ მანჩესტერელ თანაგუნდელებზე ისაუბრა