12 მილიონი დაჯდა - კომპანი ბაიერნში მალე გაოფიციალურდება
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ ვენსან კომპანი ბაიერნის მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. როგორც ჩანს, ეს ამბავი მხოლოდ დორის საკითხია.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ყველა დეტალი შეთანხმებულია.
მიუნხენური გრანდი ბარნლის შეუთანხმდა და ბელგიელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაუხდის. კომპანი ბაიერნთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერი“ ტომას ტუხელის გაშვების შემდეგ, იულიან ნაგელსმანის, რალფ რანგნიკის, ჩაბი ალონსოს და ჰანსი ფლიკის დაყოლიებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა.
ასევე შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი კაპიტანი 2019/2022 წლებში ანდერლეხტს წვრთნიდა. 2022 წლიდან დღემდე კი ბარნლის.
???????? BREAKING: Vincent Kompany will sign in as new Bayern manager, here we go!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 25, 2024
Agreement between clubs with Burnley on €12m fee, contract terms already sealed.
Kompany will become new Bayern head coach on three year deal — it’s done after story reported on Monday. ???????? pic.twitter.com/c1KZLGIIxs