ჭიკაძე: ალენთან გამარჯვება ტიტულისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება
UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონით დივიზიონში თავის მომდევნო ბრძოლას არნოლდ ბილი ალენის წინააღმდეგ გამართავს. „გიგაშოუ“ იმედოვნებს, რომ მისი დამარცხების შემთხვევაში იქ დაბრუნდება, სად მისი ადგილია.
ქართველი „ნინძა“ ალენს, რომელიც რეიტინგში მე-6 ნომერია, 27 ივლისს მანჩესტერში დაუპირისპირდება.
„ეჭვგარეშეა, რომ ძლიერი მეტოქე მყავს. ბოლო გამარჯვების შემდეგ, მასთან ბრძოლის უფლება მივიღე და თუ გავიმარჯვებ, ამას ტიტულისკენ მიმავალ გზაზე გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავ. ალენს პოზიციის შენარჩუნება სურს, ჩვენ განსხვავებული მიზნები გვაქვს. UFC-ში მე 8 გამარჯვება და 1 მარცხი მაქვს. ბოლო ბრძოლა მოვიგე და კიდევ ერთს, თუ მოვიგებ, იქ დავბრუნდები სადაც ჩემი ადგილია.
ჩემი მეტოქე? ის მრავალმხრივი მებრძოლია. ყველაფერი აქვს რაც საჭიროა. დგომიც და პარტერიც კარგი აქვს. დარტყმებშიც არ არის ცუდი. მე კი მჯერა, რომ კვლავ საუკეთესო სტრაიკერი ვარ და ასევე ვიცი, თუ რისი გამოსწორება მჭირდება ამ ბრძოლის წინ“.
- თქვა ჭიკაძემ MMA Junkie-სთან ინტერვიუში.
ამრიგად, UFC 304-ზე ჭიკაძე ალნეს დაუპირისპირდება. ადგილობრივი ქომაგები ალენის მხარეს იქნებიან, რადგან ის ინგლისელია.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ნინძა“ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 პოზიციას იკავებს, ალენი კი მე-6 ადგილზეა.