ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„მინდა რაც შეიძლება მალე დავბრუნდე“ - ილიამ უახლოესი 2 ბრძოლა დაგეგმა

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და მომავალ ორ ბრძოლას უკვე ხედავს.

ილია მოელის, რომ ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას ყოფილ ჩემპიონთან მაქს ჰოლოუეისთან გამართავს., რომელმაც UFC 300-ზე ჯასტინ გეიჯი დაამარცხა.

თოფურიას ამის შემდეგ, კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი სურს, რომლის გამართვაც მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აქვს გამიზნული. კონორი UFC 303-ზე მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ილია მის გამოწვევას გეგმავს.

„იმედი მაქვს, ქამარს მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლისას დავიცავ, შემდეგ კი კონორ მაკგრეგორთან ვიბრძოლებ. თუ, კონორი თავის მომავალ ბრძოლას მოიგებს, შემდეგ ეს ის ბრძოლაა, რომელსაც მე ვეძებ და იმედი მაქვს, ასეც მოხდება.

ეს იქნება MMA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა - ყველაზე მეტი ბილეთის გაყიდვით, ყველაზე დიდი ანაზღაურებით, ყველაფერი ყველაზე დიდი იქნება. ჩვენ ტრიბუნებიდან დაახლოებით 80 ათასი ადამიანი გვიყურებს.

ახლა ჩემი მიზანია ოქტაგონს სექტემბერში დავუბრუნდე. ამჟამად მოლაპარაკებებს ვმართავთ, ასე რომ, ვნახოთ. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში ბრძოლას შეძლებს, ჩვენ ამ დაპირისპირებას მივიღებთ. თუ ვერა და  იქნებ წლის ბოლომდე ჩაინიშნოს. მინდა რაც შეიძლება მალე ვიბრძოლო, რადგან 2025 წელს ესპანეთში ბრძოლას ვუმიზნებ“.

აქვე გეტყვით, რომ კონორ მაკგრეგორმა თოფურიასთან ბრძოლა საინტერესოდ არ მიიჩნია და განაცხადა, რომ ილია ჰოლოუეის ვერ მოუგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენი ჭიდაობა რომ ვისწავლო, ყველას მოვუგებ“ | მერაბისა და კოსტას შეხვედრა
„შენი ჭიდაობა რომ ვისწავლო, ყველას მოვუგებ“ | მერაბისა და კოსტას შეხვედრა