დონჩიჩის ბაზერი 3 წამით ადრე - დალასი მინესოტას 2:0-ს უგებს
NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა. „დალასმა“ „მინესოტას“ მეორე გასვლითი შეხვედრაც მოუგო - 109:108.
დაპირისპირება სანახაობრივი და საოცრად დრამატული გამოდგა. მასპინძლები დიდი შესვენების წინ 12-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა ამ შეხვედრაში ჯერ ყველაფერი წინ იყო.
„დალასმა“ მესამე მეოთხედი 31:26 მოიგო, დასკვნითი მეოთხედი კი 30:22. პარკეტზე მთავარი მოქმედი პირი რა თქმა უნდა, ლუკა დონჩიჩი იყო.
ლუკამ სირენამდე 3 წამით ადრე, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველის რუდი გობერის წინააღმდეგ სამქულიანი ესროლა და უმნიშვნელოვანესი ბაზერი ჩააგდო. სლოვენიელმა შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა: 32 ქულა, 10 მოხსნა და 13 გადაცემა. კაირი ირვინგს 24 ქულა ჰქონდა.
„მინესოტას“ რიგებში 23 ქულით ნაზ რიდი გამოირჩა. ენტონი ედვარდს 21 ქულა დ ა7 გადაცემა ჰქონდა.
სერიის მომდევნო 2 შეხვედრა დალასში გაიმართება. მესამე დაპირისპირება 27 მაისს 04:00-ზე დაიწყება.