გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

თუშიშვილმა ლიპარტელიანი ღირსეულად შეცვალა - EJU-ს გამოხმაურება

ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღევანდელი გუნდური შეჯიბრების მიმოხილვაში საქართველოს ეროვნული გუნდის ასპარეზობა უმაღლეს დონეზე შეფასდა. სტატიაში ხაზგასმული იყო გურამ თუშიშვილის ლიდერის თვისებები, რომლის ხარჯზეც მისმა გუნდმა სათანადოდ მობილიზება და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორის რანგში დასრულება შეძლო.

რას წერია EJU-ს შეფასებაში

ეს იყო პირველი გუნდური შეჯიბრება მსგავს მსხვილი კალიბრის ტურნირზე, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ თუშიშვილი გახლდათ. მან ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა, სათანადოდ შეცვალა. თუშიშვილმა თავისი შეხვედრებიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და როდესაც ამის საჭიროება არსებობდა, თანაგუნდელებს შესაფერისი რჩევებით ეხმარებოდა. ინდივიდუალურ ჩათვლაში უმაღლეს დონეზე გამოსვლის შემდეგ, ქართული ძიუდო გუნდურ შეჯიბრებაშიც ასევე წარმოჩინდა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა გერმანიის გუნდი 4:1 დაამარცხა. იქამდე მეოთხედფინალში უნგრელებს 4:2 მოუგო, ნახევარფინალში კი საფრანგეთის ძლიერ გუნდთან 2:4 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში აბუ დაბიში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ. გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) კი საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველომ გერმანია დაამარცხა - ბრინჯაოს მედალი გუნდურ ჩათვლაში
საქართველომ გერმანია დაამარცხა - ბრინჯაოს მედალი გუნდურ ჩათვლაში