ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სეზონის გუნდში მოხვდა | როგორია კვარაცხელიას სპეციალური ქარდი

იტალიის სერია A-მ სეზონის გუნდი დაასახელა და EA FC 24-ის Ultimate Team-ის მოთამაშეებს საუკეთესოთა შორის შესული ფეხბურთელების ქარდების დასაკუთრების საშუალება აქვთ. სერია A-ს რჩეულთა შორის „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, ვისი რეიტინგიც 93 გახლავთ.

სეზონის საუკეთესო გუნდის ქარდის მიხედვით, „კვარას“ სისწრაფეში 99 დაუწერეს. დარტყმაში - 90, პასში - 88, დრიბლინგში - 96, დაცვაში - 47, ხოლო ფიზიკურ კომპონენტებში - 80. საინტერესოა, რომ საუკეთესო რეიტინგი ლაუტარო მარტინესსა და ტეო ერნანდესს აქვთ - 97-97, მეორე პოზიციას კი ოლივიე ჟირუ, პაულო დიბალა და ალესანდრო ბასტონი იყოფენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. დასკვნით შეხვედრას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში, „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 მაისს არის ჩანიშნული და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველომ გერმანია დაამარცხა - ბრინჯაოს მედალი გუნდურ ჩათვლაში
საქართველომ გერმანია დაამარცხა - ბრინჯაოს მედალი გუნდურ ჩათვლაში