ბარახა: „მამარდაშვილის თაობაზე წინადადება არ ყოფილა“
„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და „სელტასთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ღამურების“ თავკაცს გიორგი მამარდაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს და ბარახამ განაცხადა, რომ კლუბს „მამარდას“ თაობაზე შეთავაზება ჯერ არ მიუღია.
„ველოდებით თუ არა გიორგი მამარდაშვილის წასვლას? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ვალენსიამ ფეხბურთელი რომ გაყიდოს, შეთავაზება უნდა არსებობდეს, რომელზეც კლუბი და ფეხბურთელი თანხმობას იტყვიან და ჯერჯერობით, ჩამოთვლილი პირობებიდან არც ერთი შესრულებულა. როცა შეთავაზებები მოგვივა, პოზიციას მხოლოდ მაშინ დავაფიქსირებთ. წინასწარ რომ ვილაპარაკოთ, დარჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა შეიძლება წავიდეს და ეს გუნდს დაშლის, რასაც ვერ დავუშვებთ.
ამ ეტაპზე, მხოლოდ ვარაუდებზე მიდის საუბარი და რეალური სახე არაფერს მიუღია. ვალენსიას ფეხბურთელების ფასი მაღალია და გუნდის აქტივებმა ბევრით მოიმატა. ვინ იდგება სელტასთან მატჩში კარში? ჩვენი მიზანია, ყველაზე კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გამოვიყვანოთ. კრისტიან რივერო სათამაშოდ მზადაა და ის ერთ-ერთი ვარიანტია“.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსია“ „სელტას“ ხვდება და ხვდება და თუ რუბენ ბარახამ ქართველ მეკარეს სათამაშო დრო მისცა, „მამარდა“ „ღამურების“ ცენტურიონი გახდება და მათი მაისურით, მე-100 ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.