საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

მარცხი საფრანგეთთან - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

აბუ-დაბიში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის შერეულ გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:4 დამარცხდა.

პირველი გამარჯვება გურამ თუშიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც მატეო აკიანა მონგოს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი მესამე გაფრთხილება მიაღებინა.

მეორე გამარჯვება გიორგი ჩიხელიძემ ჩაიწერა, რომელმაც ჟოან მენჟამინ გაბა სუფთა გდებით დაამარცხა.

გადამწყვეტი ბრძოლა ლუკა ბაბუციძის და აქსელ კლერჟეს შეხვედრა გამოდგა, თუმცა, სამწუხაროდ ახალგაზრდა ძიუდოისტი მეტოქესთან ნევაზაში, მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

ბაბუციძის გარდა, თავისი შეხვედრები სოფიო სომხიშვილმა, ნინო ლოლაძემ და ეთერ ასკილაშვილმა დათმეს.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები სამხ. კორეის ნაკრებს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები