გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

Relevo: ნიუკასლმა მამარდაზე უარი მიიღო და ახალ წინადადებაზე ფიქრობს

Mundo Deportivo-ს ცნობით, იან ობლაკის მომავალი მადრიდის „ატლეტიკოში’’ კვლავ გაურკვეველია. სლოვენიელის წასვლის შემთხვევაში ობლაკის შეცვლის უპირველესი კანდიდატი „ვალენსიას'' ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია.

როგორც Relevo-ს ჟურნალისტი ნაჩო სანჩინი წერს, „ნიუკასლი’’ „ვალენსიას’’ მამარდაშვილის სანაცვლოდ 25 მილიონს სთავაზობდა, თუმცა „ღამურებისთვის’’ ეს თანხა საკმარისი არაა. „ვალენსიამ’’ „ნიუკასლის’’ აღნიშნულ წინადადებაზე უარით უპასუხა. ახლა „კაჭკაჭები'' ფიქრობენ, შესთავაზონ თუ არა ვალენსიურ კლუბს ის თანხა, რაც „მესტალიას'' ბინადრებისთვის მისაღები იქნება. ამ ეტაპზე „ვალენსიამ’’ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე წინადადება მხოლოდ „ნიუკასლიდან’’ მიიღო. Marca-ს ინფორმაციით, „ჩეს“ პირველი პირი პიტერ ლიმი გიორგის ტრანსფერს მწვანეს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ აუნთებს.

მამარდას „ატლეტიკოსა'' და „ნიუკასლის'' გარდა ლონდონის „ჩელსის'' უკავშირებენ, თუმცა ჯერ „არისტოკრატებს'' კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ. „ლურჯები'' მამარდაშვილის გარდა ემილიანო მარტინესზე, ჯორდან პიკფორდსა და ბენტუ მატეუშ კრეპსკიზე ფიქრობენ.

მიმდინარე კვირაში ესპანური CADENA SER-ის ჟურნალისტმა ფრან გუაიტამ მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, „ვალენსიამ'' ქართველი მეკარე 40 მილიონზე ნაკლებად არ უნდა გაყიდოს. „მამარდაშვილის 40 მილიონზე ნაკლებად გაყიდვა საჩუქარი იქნება. მეკარე, რომელიც გუნდს ქულების მოპოვებასა და შენარჩუნებაში ეხმარება. 23 წლის ასაკში მას არ მიუღწევია მისი სპორტული და ეკონომიკური (იგულისხმება სატრანსფერო თანხა) პიკისთვის’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები