ჩემპიონთა ლიგა, ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

როგორია ახალი ფორმატი? ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე

2024/25 წლების სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება. როგორც ცნობილია, ძველი ჯგუფური ეტაპი წარსულს ჩაბარდა. ტურნირზე კლუბების რაოდენობა გაიზრდება. ასევე ცვლილებებია მატჩების გამართვის დღეებთან დაკავშირებით. იცვლება ბოლო ტურის განრიგიც.

ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. დამატებით 4 ადგილს ის ქვეყნები მიიღებენ, რომლებიც ევროტურნირების ბოლო გათამაშებაში წარმატებულად ითამაშებენ.

უკვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიასა და იტალიას ახალი სეზონიდან ლიგაზე 5-5 გუნდი ეყოლება.

თითოეული გუნდი 8 შეხვედრას გამართავს (4 - შინ, 4 - სტუმრად). კონკრეტული ერთი გუნდი რვა სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ ითამაშებს. მოქმედი სისტემა 4-გუნდიან ჯგუფს გულისხმობს, სადაც თითოეული გუნდი სამ გუნდთან ორ დაპირისპირებას მართავს (შინ და სტუმრად).

1-8 ადგილზე გასული კლუბები 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ, 9-24 ადგილზე გასული კლუბები ორმატჩიან ფლეი-ოფში 1/8-ფინალში გასული კლუბის ვინაობას გაარკვევენ. მერვედფინალური ეტაპიდან გათამაშება მოქმედი სისტემის მიხედვით გაგრძელდება.

ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ახალი სეზონიდან მატჩები სამშაბათისა და ოთხშაბათის გარდა ხუთშაბათსაც გაიმართება. პლუს ამას, ბოლო ტურის შეხვედრები (ჯამში 18) ყველა ერთ დღესა და დროს გაიმართება.

ამრიგად, მადრიდის „რეალისა“ და „დორტმუნდის“ ფინალი ჩვენთვის ნაცნობი ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ბოლო შეხვედრა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული