ტონალის შემდეგ პაკეტა - ბრაზილიელი საკუთარ თავზე ფსონებს დებდა
სანდრო ტონალის შემდეგ, ინგლისის პრემიერლიგაში ფსონებთან დაკავშირებულ სკანდალში კიდევ ერთი ფეხბურთელი გაება - ლუკას პაკეტა.
„ვესტ ჰემის“ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა 4 შეხვედრაში ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო და როგორც ირკვევა, ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ადამიანს წინასწარ მიაწოდა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ეს გაიგო და ფეხბურთელს დასჯას უპირებენ.
როგორც ირკვევა, პაკეტას მეგობრები ფეხბურთელთან ერთად არსებული ინფორმაციითურთ ფსონებს ათავსებდნენ. საუბარია შემდეგ მატჩებზე, რომლებშიც ბრაზილიელმა ბარათები მიიღო: „ვესტ ჰემი“ „ლესტერი“ (0:2, 2022 წლის 12 ნოემბერი), „ვესტ ჰემი“ „ასტონ ვილა“ (1:1, 2023 წლის 12 მარტი), „ვესტ ჰემი“ „ლიდსი“ (3:1, 2023 წლის 21 მაისი), „ვესტ ჰემი“ „ბორნმუთი“ (1:1, 2023 წლის 12 აგვისტო).
თავად პაკეტა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ 9 თვის განმავლობაში გამოძიებასთან თანამშრომლობდა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს მხარდაჭერას „ვესტ ჰემიც“ უცხადებს. თუ, ბრაზილიელი 3 ივნისამდე ბრალდებებზე პასუხის გაცემას ვერ მოახერხებს და თავის სიმართლეს ვერ დაადასტურებს, მას ტონალის მსგავსად დისკვალიფიკაცია ემუქრება.
პაკეტას 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, ტონალი კი 10 თვით დასაჯეს. იტალიელ ფეხბურთელს სასჯელი 27 აგვისტოს უსრულდება.