კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: დინამოების დერბი ბათუმმა მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
თბილისელებმა პირველი ტაიმი ვასილიოს გორდეზიანის გოლით მოიგეს, რომელმაც კუთხურის შემდეთ თავური დარტყმით გაიტანა.
მეორე ტაიმში ბათუმელებმა თამაში გამოასწორეს და 7-წუთიან მონაკვეთში ორი გოლის გატანა შეძლეს. 46-ე წუთზე თავი პაატა ღუდუშაურმა გამოიჩინა, რომელმაც ონორე გომისის პასის შემდეგ გამოიჩინა. 53-ე წუთზე კი უერდი მარამ ლევან ხარაბაძის პასის შემდეგ, თავურით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის მომენტში თბილისელთა დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა.
ამის შემდეგ, მოედანზე არაფერი შეცლილა. არბიტრმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა, თუმცა მასპინძლებმა გათანაბრება ვეღარ შეძლეს. 94-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთვის მოედნიდან გიორგი მაისურაძე გააძევეს.
ამრიგად, ბათუმის „დინამომ“ სეზონში მე-9 მატჩი მოიგო და 30 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. თბილისის „დინამომ“ კი უკვე მე-6 შეხვედრა წააგო და 18 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. ანდრეს კარასკოს გუნდი გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულაშია.
27 მაისს, მომდევნო ტურში ბათუმელები ჩემპიონატის ლიდერს გორის „დილას“ უმასპინძლებენ, თბილისელები კი სტუმრად „კოლხეთი 1913-ს“ დაუპირისპირდებიან.
დღის სხვა მატჩები:
სამტრედია 0:0 დილა
იბერია 1999 0:2 კოლხეთი 1913