ტონი კროოსი, როდრი, იოზუა კიმიხი
Aa
Aa

კიმიხი, თუ როდრი? რეალი კროოსის შემცვლელს ეძებს

მადრიდის „რეალი“ ტონი კროოსის შემცვლელის ძიებაშია. არავინ ელოდა, რომ ლეგენდარული გერმანელი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„სამეფო კლუბში“ ელოდნენ, რომ ტონი „რეალს“ 2025 წელს დატოვებდა და მის შემცვლელად ფლორიენ ვირცს უმიზნებდნენ, თუმცა ამჯერად მოვლენები შეიცვალა და მადრიდელებს ორი ახალი სამიზნე ჰყავთ.

ესპანური As-ის ცნობით, „რეალი“ „მანჩესტერ სიტიდან“ როდრის ან „ბაიერნიდან“ კიმიხის გადაბირებაზე ფიქრობს.

კიმიხის ხელშეკრულებას ვადა 2025 წელს გასდის და გერმანელი მის განახლებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე „ბაიერნი“ ამ ზაფხულს მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

რაც შეეხება როდრის, ესპანელის ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდეა ძალაში და რთულად წარმოსადგენია, სანამ იქ პეპ გუარდიოლა მუშაობს, კლუბი გუნდის ხერხემალს შეელიოს და ევროპაში მის მთავარ კონკურენტს მიჰყიდოს, თუმცა ვინ იცის რა მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოთა არველაძე ც9-ში: კვარა პსჟ-ში? ჟორჟის და აიაქსის ამბავი, ევრო 2024
შოთა არველაძე ც9-ში: კვარა პსჟ-ში? ჟორჟის და აიაქსის ამბავი, ევრო 2024